"კენჭს თბილისში ვიყრი" - გედევან ფოფხაძე პარტიის შექმნას არ გამორიცხავს
"კენჭს თბილისში ვიყრი" - გედევან ფოფხაძე პარტიის შექმნას არ გამორიცხავს

A+ A-

19:00 12/05/2020

“ქართული  ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელიც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს ინარჩუნებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს და ახალი პარტიის შექმნას, მარტო ან საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, არ გამორიცხავს.

როგორც დეპუტატმა ”2020NEWS“-თან  ექსკლუზიურად განაცხადა, ის პოლიტიკაში ითნამშრომლებს ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა - ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი, კახა კუკავა - ანუ მათთან, რომლებიც “ქართულ ოცნებასა“ და “ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ასოცირდება.

-ბატონო გედევან, “ქართულ ოცნებასთანპოლიტიკური ალიანსის გაწყვეტის შემდეგ, ეკა ბესელიას პარტიაში - “სამართლიანობისთვისგაწევრიანდით. ამჟამად უპარტიო, დამოუკიდებელი დეპუტატი ბრძანდებით. აპირებთ თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასა და ახალი პარტიის შექმნას?

-არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, შესაბამისად, ეს საქმე პარტიულობის გარეშე არ გამომივა. ბორჯომმა მანდატი ორჯერ მომანიჭა, რისთვისაც ბორჯომელების ძალიან მადლობელი ვარ. ალბათ, ახლა კენჭისყრისთვის თბილისის რომელიმე მაჟორიტარულ ოლქს ავირჩევ და კენჭს თბილისში ვიყრი.

- თავად აპირებთ შექმნათ ახალი პარტია თუ რომელიმე პარტიასთან ალიანსს განიხილავთ?

-ან პარტიის შექმნას თავს თვითონ მოვაბამ და შევქმნი მას ერთი  წლის განმავლობაში. თუ პარტიის შექმნა ერთი წლის განმავლობაში ვერ მოვახერხე, მერე ვიღაცასთან კონსულტაციას გავმართავ.

თეორიულად პარტიის შექმნას ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად არ გამოვრიცხავ, მათ შორის, თანაფრაქციელებთან ერთად. თუმცა ამ საკითხზე დანამდვილებით ვერაფერს გეტყით, რადგან გადაწყვეტილებები ჯერ არ მიგვიღია.

-ის პარტია, სადაც იქნებით, ვისთან ითანამშრომლებს - შეგიძლიათ, ასეთი პოლიტიკოსების სახელები და გვარები დაგვისახელოთ?

-საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ყველა იმ პარტიასთან, რომლებიც “ქართულ ოცნებასთან“ და “ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ასოცირდება.

 თეორიულად, ეს ადამიანები, შეიძლება, იყვნენ:  ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი, კახა კუკავა და ა.შ. ნებისმეირი ადამიანი, ვინც არ იქნება ალიანსში “ნაცმოძრაობასთან“ და “ოცნებასთან“.

ყველასთან მექნება კონსულტაცია - სადაც მე დავდგები, იქ კონკურენტი არ უნდა დამიყენონ. სადაც ისინი დააყეებენ კანდიდატს, მე უნდა მივიდე და მივეხმარო.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე