მივდივარ რაჭაში და ხალხის დარაზმვას ვიწყებ - გუბაზ სანიკიძე
მივდივარ რაჭაში და ხალხის დარაზმვას ვიწყებ - გუბაზ სანიკიძე

A+ A-

14:18 11/05/2020

რაჭაში ჰესების კასკადის მშენელობას ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებს და ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს კითხვაზე, არის თუ არა დაცული მოსახლეობა იმისგან, რომ ჰესის მშენებლობის შემდეგ, წყალი მათ სახნავ-ნათესებსა და სახლ-კარს არ გაანადგურებს.

როგორც “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ “2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, რაჭაში ჰესის მშენებლობას ხელი ყველა ქართველმა უნდა შეუშალოს. სანიკიძე რაჭაში ჩასვლასა და ხალხის დარაზმვას აანონსებს.

ერთ კვირაში რაჭაში წავალ და ხალხის დარაზმვას დავიწყებ. თბილისელმა და ქუთაისელმა რაჭველებმაც კეთილი ინებონ, აწიონ ერთი ადგილი და რაჭას მიხედონ. რასაც ვაანონსებ, ყველაფერს მალე ნახავთ. სამოქმედო გეგმას ვერავის ჩავუკაკლავ“,- განაცხადა სანიკიძემ.

მისი განცხადებით, რაჭაში ჰესის მშენებლობის უკან “ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დგას.

ამ ყველაფრის უკან ფანტომასი ბიძინა დგას. რაჭა მიწისძვრების ზონა არის და მილები რომ გასკდება, წყალი მთელი რიონის პირებს წალეკავს, ჩავა ფოთამდე და ერთი 200 ათას კაცს გაიყოლებს. რომელია ერთი გიორგი სააკაძე, რომ გვითხრას - ასე არ მოხდება. ონში დაგროვებული წყალი რომ მოწყდება, მთელ რაჭას, იმერეთს, სამეგრელოს, გურიასა და ფოთსაც გაიყოლებს. ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ასე არ მოხდება - ბიძინე?!“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, ონის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა შპს “ფერს“ აქვს მინიჭებული.