48 ქვეყანამ არჩევნები გადადო - შეემატება თუ არა საქართველო ამ ქვეყნების რიცხვს?!
48 ქვეყანამ არჩევნები გადადო - შეემატება თუ არა საქართველო ამ ქვეყნების რიცხვს?!

A+ A-

16:18 07/05/2020

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა - ვირუსის გამო, 48 ქვეყანამ მარტში, აპრილსა და მაისში ჩასატარებელი საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები გადადო, ძირითადად, გაურკვეველი ვადით.

ამ ინფორმაციას  „2020NEWS"-ს “ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა კაციტაძე idea.Int -ზე დაყრდნობით აწვდის.

“კორონავირუსის  პანდემიის გამო, 48 ქვეყანამ მარტის ბოლოს, აპრილში და მაისში ჩასატარებელი საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები, ძირითადად, გაურკვეველი ვადით გადადო. საუბარია  ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აზიის, აფრიკისა და სხვა ქვეყნებზე.

ეს ქვეყნებია  - ავსტრალია, ავსტრია, პაპუა გვინია, არგენტინა, სომხეთი, ბოლივია, ბრაზილია, კამერუნი, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ჩეხეთი, ეთიოპია, ისლანდია, საფრანგეთი, გამბიაგერმანია, გიბლარტარი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, იტალია, კენია, ყირგიზეთი, ლატვია, ლიბია, მალდივა, მექსიკა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ კვიპროსი, პაკისტანი, პარაგვაი, პერუ, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია - აქ რეფერენდუმი იყო დანიშნული. სერბეთი, ისლანდია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შრილანკა, შვეიცარია, სირია, ტუნისი, ბრიტანეთი, ურუგვარი და  ზიმბაბვე.

უახლესი ინფორმაცია ის, რომ  დღეს 10 მაისს ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთმა გადადო. არიან  ისეთი ქვეყნები, რომლებსაც არჩევნები აპრილის მეორე ნახევარში უნდა ჩაეტარებინათ და მათ არჩევნები სექტემბრამდე გადადეს. 

ხაზს ვუსვამ, ჯერჯერობით, საუბარი არ არის  შემოდგომაზე  ჩასატარებელი არჩევნების გადადების ფაქტებზე“, - განაცხადა კაციტაძემ.

კითხვაზე, შეემატება თუ არა საქრთველო იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც არჩევნები, კორონავირუსის პანდემიის გამო, გადადეს, კაციტაძე  გვპასუხო, რომ  ამის პროგნოზირება ძნელია,, რადგანქართული ოცნებაახლა  მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - შეეღუდოს ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია.

“მართალია დღეს შეზღუდვების ნაწილის მოხსნა დაანონსეს, მაგრამ ერთის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 31 ოქტომბერის არჩევნების გადადება დღის წესრიგში არ დგას, ხოლო მეორე მხრივ, ამბობენ, რომ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა,  კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს. პლიუს ამას ამატებენ, რომ კორონავირუსის მხრივ, მონაცემები უმჯობესდება.

მაშინ სად ვართ?! თუ არ გინდა არჩევნების გადადება, მაშინ საგანგებო მდგომარეობას რატომ აგრძელებ,  თან შეზღუდვებს ამარტივებ?

ამას აქვს საკუთარი სახელი - საგანგებო მდგომარეობის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - განაცხადა კაციტაძემ.

ინფორმაციისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების ერთი თვით ან რამდენიმე კვირით გადადებას  არ გამორიცხავენ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე