მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო 120 ვაქცინაზე მუშაობენ
მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო 120 ვაქცინაზე მუშაობენ

A+ A-

12:28 29/04/2020

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო 120 ვაქცინაზე მუშაობენ, 8 პროექტი ადამიანზე კლინიკური ცდების ეტაპზეა. ამის შესახებ Le Figaro ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას ჰონგ-კონგურ კომპანია CanSino-ს უთმობენ, რომლის ვაქცინა კლინიკური ცდების პირველ და მეორე ეტაპზეა. ტესტირების პირველი ეტაპის ძირითადი მიზანი პრეპარატის უსაფრთხოების დამტკიცებაა, მისი ეფექტიანობის შემოწმება კი უკვე შემდგომ ფაზებზე ხდება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წარმატებული პროექტების სიაში ჩინელი მწარმოებლები ლიდერობენ, კერძოდ ფარმაცევტული გიგანტი Sinovac-ი და 2 ვაქცინა, რომელზეც შენჩჟენის სამედიცინო ინსტიტუტში მუშაობენ.

ასევე წარმატებულად მიიჩნევა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტი და გერმანული კომპანია BioNTech-ის პრეპარატი, რომლებიც ტესტირების პირველ ეტაპზე არიან. ამ ფაზაში 2 ამერიკული კამპანიის ვაქცინაც - Moderna-ს და Inovio Pharmaceuticals-ის პრეპარატები.

მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

"imedinews"