ცხინვალს მეორე სახელად სტალინირი ეწოდა
ცხინვალს მეორე სახელად სტალინირი ეწოდა

A+ A-

19:22 27/04/2020

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ქალაქ ცხინვალს მეორე სახელად „სტალინირის“ წოდების ბრძანებას ხელი მოაწერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „აღნიშნულ მეორე დასახელებას სამამულო ომთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს გამოიყენებენ“.

ამასთან, ბიბილოვმა მთელ რიგ ორგანიზაციებს დაავალა გაატარონ ღონისძიებები „ქალაქ სტალინირის ისტორიული სახელის პოპულარიზაციის მიზნით“.