მე რომ ახლა პრეზიდენტი არ ვიყო, აშშ ჩრდილოეთ კორეასთან ომში იქნებოდა - დონალდ ტრამპი
მე რომ ახლა პრეზიდენტი არ ვიყო, აშშ ჩრდილოეთ კორეასთან ომში იქნებოდა - დონალდ ტრამპი

A+ A-

10:49 19/04/2020

"ახლა რომ პრეზიდენტი მე არ ვყოფილიყავი, აშშ ჩრდილოეთ კორეასთან ომში იქნებოდა", - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან არსებული ურთიერთობების შეფასებისას განაცხადა.

„ჩრდილოეთ კორეა რაკეტების ცდებს ატარებს, თუმცა ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ცოტა ხნის წინ კიმ ჩენ ინისგან კარგი წერილი მივიღე, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ახლა რომ პრეზიდენტი მე არ ვყოფილიყავი, აშშ ჩრდილოეთ კორეასთან ომში იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ომი აშშ-ის გამარჯვებით დასრულდებოდა, მაგრამ როდესაც მე თეთრ სახლში მოვედი, ჩვენს ქვეყანას შეიარაღება არ ჰქონდა. ობამას ადმინისტრაციამ ჩვენ შეიარაღება არ დაგვიტოვა, ხოლო თუ შეიარაღება არ გაქვს, ომს თავი უნდა აარიდო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.