კორონავირუსი 92 გრადუს ტემპერატურაზე კვდება - ფრანგი მეცნიერები
კორონავირუსი 92 გრადუს ტემპერატურაზე კვდება - ფრანგი მეცნიერები

A+ A-

14:44 18/04/2020

საფრანგეთის პროვანსის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსის ყველა შტამი მათზე 15 წუთის განმავლობაში 92 გრადუსის ტემპერატურით ზემოქმედების შემთხვევაში კვდება – კვლევის შედეგები მათ პორტალ BioRxiv-ზე გამოაქვეყნეს.

კვლევის თანახმად, მეცნიერებმა თავიდან შეისწავლეს, თუ რა ემართება კორონავირუსს 60 გრადუს ტემპერატურაზე. აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში COVID-19-ის ზოგიერთი შტამი კვლავ აგრძელებდა გამრავლებას. 60 გრადუსამდე ერთსაათიანი დამუშავების პროცედურა სტანდარტული პროტოკოლია ყველა ვირუსის დეზაქტივაციისათვის ყველა ლაბორატორიაში, სადაც პაციენტების ანალიზების შესწავლა ხდება.

შემდეგ ეტაპზე მეცნიერებმა ტემპერატურას თანდათან მოუმატეს და 92-გრადუსიან ნიშნულამდე მივიდნენ. მათი დასკვნით, დაბალი სიძლიერის ვირუსს, სავარაუდოდ, 60 გრადუსი ტემპერატურაც ეყოფა, თუმცა ძლიერი ვირუსისთვის 92 ტემპერატურაა საჭირო.