არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე სისტემით - მამუკა მდინარაძე
არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე სისტემით - მამუკა მდინარაძე

A+ A-

18:35 09/04/2020

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება. ამის შესახებ მდინარაძემ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ცოტა დრო დარჩა, რათა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და ეს პროცესი მალე განხორციელდება.

"გულწრფელად გითხრათ, სხვა პანდემიურ საკითხებისგან განსხვავებით, არჩევნების საკითხი, ყველაზე ნაკლებად მაღელვებს, რადგან ნაკლები დრო გვჭირდება, რომ ჩვენ მივიღოთ, როგორც შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე თანმდევი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. ჩვენ ვაპირებთ, პრაქტიკულად, ყველა რჩევა გავითვალისწინოთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების. ამიტომ აქ პრობლემა არ გვაქვს.

ზაფხულის პირველ ნახევარშიც, რომ მორჩეს პანდემია მსოფლიოში და ჩვენთან ეპიდემია, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ძალიან მოკლე დროში, მალევე გავივლით სახალხო განხილვებს. რამდენიმე დღეში საქმეს წინ წავიგდეთ. სულ რამდენიმე დღე დასჭირდება. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ამაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ბევრი არ უკამათიათ და როგორც იციან ხოლმე, კანონების ინტერპრეტაციები არ დაუწყიათ.

წამოგვყვნენ და შევთანხმდით, რომ ეს შეთანხმება ძალიან მალე აისახება კონსტიტუციაში და საარჩევნო კანონმდებლობაზე. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი სანერვიულო არ არისა და მოგვანდეთ ჩვენ. აღსრულებული იქნება. არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე სისტემით“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.