აშშ-დოჰა-თბილისის რეისი შტატებიდან სააქართველოში 79 სკოლის მოსწავლეს ჩამოიყვანს
აშშ-დოჰა-თბილისის რეისი შტატებიდან სააქართველოში 79 სკოლის მოსწავლეს ჩამოიყვანს

A+ A-

17:42 09/04/2020

აშშ-დოჰა-თბილისის რეისით შეერთებული შტატებიდან სააქართველოში 79 სკოლის მოსწავლეს ჩამოიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავრცელებს.

პრემიერის თქმით, ამერიკულ მხარესთან ერთკვირიანი კონსულტაციების შედეგად, შტატებიდან დოჰაში შესრულდება რეისი, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით შედგება, დოჰადან თბილისში მოსწავლეების ჩამოყვანას კი უკვე ქართული მხარე უზრუნველყოფს.

„ეს უკიდურესად მნიშვნელობანი ინფორმაციაა.  მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, შტატების ადმინისტრაციას, საქართველოში ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. ერთი კვირა გვქონდა კონსულტაციები და 79 მოსწავლეს, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით, გამოვიყვანთ იქიდან და ჩამოვიყვანთ საქართველოში. ამავე რეისით, სომხეთის ხელისუფლების თხოვნით, სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვსაც გამოვიყვანთ. ჩვენ ვითანამშრომლეთ ამ საკითხზე სომხეთის ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა პრემიერმა.