სომხეთი - 921, აზერბაიჯანი - 822, საქართველო - 214 ინფიცირებული - კავკასიაში ყველაზე მეტი გარდაცვლილი სომხეთში ფიქსირდება
სომხეთი - 921, აზერბაიჯანი - 822, საქართველო - 214 ინფიცირებული - კავკასიაში ყველაზე მეტი გარდაცვლილი სომხეთში ფიქსირდება

A+ A-

12:00 09/04/2020

სომხეთი - 921 , აზერბაიჯანი - 822,  საქართველო - 214  ინფიცირებული - 9 აპრილის მონაცემებით, ასეთია  ჩინური კორონავირუსის  სტატისტიკა კავკასიის რეგიონში.

“Worldmeters”-ის სტატისტიკის მიხედვით,  ინფიცირებულთა რაოდენობით, რეგიონში კვლავ სომხეთი ლიდერობს.  კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე სომხეთში უკვე 921 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. 

ბოლო 24 საათში ინფიცირების 40  და გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის, მეზობელ ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 138 ინფიცირებული, ხოლო  773 ადამიანი კორონავირუსს კვლავ ებძვის, მათგან 30 კი,  კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.  

კორონავირუსით სომხეთში უკვე 10 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთი რეგიონში გარდაცვალების ფაქტების რაოდენობითაც  „ლიდერობს“.

16 მარტს სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იქ ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 მარტს დადასტურდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, შემდეგი  აზერბაიჯანია.   კორონავირუსის 822 შემთხვევაა დადასტურებული , აქედან  105  გასულ დღე-ღამეში დადასტურდაორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა  63 ადამიანი, ვირუსს კვლავ  ებრძვის  751,  რომელთაგან  23  კრიტიკულ მდგომარეობაშია, 8  კი  გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.  ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საკარანტინე ზომები გამკაცრდა.

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით, რეგიონში ბოლო  ადგილზე  ისევ საქართველო, სადაც დღევანდელი მონაცემებითვირუსი 214 ადამიანს აქვს დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 50  ადამიანი, კრიტიკულ მდგომარეობაში კი,  6 ინფიცირებული იმყოფება. სამწუხაროდ, საქართველოში კორონავირსით 3 ადამიანი უკვე გარდაიცვალა.

საქართველოში, 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო კარანტინი და  ე.წ  კომენდანტის საათი ამოქმედდა.

საქართველოში კორონავირუსი პირველად, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს 26 თებერვალს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი მსოფლიოს 209 ქვეყანაშია უკვე გავრცელებული. ”მკვლელი ვირუსით“ 88 550  ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულია - 1 519 571, გამოჯანმრთელებულია - 331 011.

შეგახსენებთ, პირველად  კორონავირუსი ჩინეთის პროვინციაში,  უჰანში  2019  წლის დეკემბერს  დადასტურდა.  21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.  მალევე,  30 იანვარს,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "COVID-19" გლობარულ  საფრთხედ გამოაცხადა. 11 მარტს კი, კორონავირუსის საფრთხე პანდემიად შეფასდა.

მარიამ მაჭარაშვილი