214 - ინფიცირებული, 3 - გარდაცვლილი და 50 გამოჯანმრთელებული მოქალაქე - საქართველოს კორონავირუსული სტატისტიკა
214 - ინფიცირებული, 3 - გარდაცვლილი და 50 გამოჯანმრთელებული მოქალაქე - საქართველოს კორონავირუსული სტატისტიკა

A+ A-

11:28 09/04/2020

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4559 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.