საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა

A+ A-

01:07 09/04/2020

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 3-ით მოიმატა და ამ დროისთვის 211 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე დადასტურდა.

COVID-19-ის დამარცხება ბოლო მონაცემებით 50-მა პაციენტმა შეძლო. ხოლო კორონავირუსით საქართველოში სამი ადამიანი დაიღუპა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4682 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.