9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:33 08/04/2020

ვერძი

რთული პერიოდია. ეს დღე პროფესიული აქტიურობისა და ფულის დაბანდებისთვის არახელსაყრელია. გადაუჭრელი პრობლემები პარტნიორებთან ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ, საქმიანი შეხვედრები კი შედეგს არ მოგიტანთ. საქმიან ქაღალდებთან ურთიერთობის დროს ყურადღება გამოიჩინეთ.

 

კურო

ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. მეტი სიფრთხილე გმართებთ. კამათის დროს, ემოციების ნაცვლად, გონებით იმოქმედეთ. კარგი იქნება, თუ მიღწეულ პოზიციებს შეინარჩუნებთ. ქალებს ვურჩევთ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციონ. გახსოვდეთ, დადებითი ემოციები საუკეთესო წსამალია.

 

ტყუპები

მოსალოდნელია პრობლემები ნათესავებთან და მეგობრებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან ეჭვიანობის ან ფინანსების გამო კამათი. ეცადეთ, გონივრულად იმოქმედოთ და ემიციებს არ აჰყვეთ. ერიდეთ კომერციულ მგზავრობას და შოპინგს, რადგან ფინსნსურად დაზარალდებით.

 

კირჩხიბი

მუშაობა სასურველ შედეგს მოგიტანთ, თუმცა დიდ ენერგიას წაგართმევთ. არსებობს ოცნების ასრულების შანსი. ეცადეთ, გარშემომყოფებისთვის მომაბეზრებელი არ გახდეთ და მათ სიმპათიებს დაიმსახურებთ. ყურადღება მიაქციეთ გულსისხლძარღვთა სისტემას.

 

ლომი

გირჩევთ, ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ. პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის და ფინანსების დაბანდებისთვის არახელსაყრელი დღეა. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გადაუჭრელი პრობლემები თავს შეგახსენებენ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ, თორემ თავად დაზარალდებით.

 

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა. ემოციები მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. მოვლენებისა და გრძნობების სწორი ანალიზი დაგეხმარებათ ახლობელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნებაში. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და მოქმედების სწორი სტრატეგია შეარჩიოთ.

 

სასწორი

არახელსაყრელი დღეა ნებისმიერი კონტაქტისთვის. მოსალოდნელია კამათი, წყენა, ტყუილი და გაუგებრობა. სასურველია განმარტოება. დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, არასწორად გაგიგონ.

 

მორიელი

გამოცდის პერიოდი მთავრდება. თქვენმა მოქმედებებმა შესაძლოა, სასურველი შედეგი მოგიტანოთ. გრძნობა და ემოციური ცხოვრება გაცილებით მრავალფეროვანი გახდება, ხოლო ფიქრი კ -ონკრეტული. ყველა წარმოწყებაში წარმატება გელით. ეცადეთ, ეს დღე აგარაკზე გაატაროთ. სასურველია ფიზიკური შრომა.

 

მშვილდოსანი

ეცადეთ, ამ დღეს პირად ურთიერთობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავოთ. ამ მიმართულებით ახლა აქტიურობის დრო არ არის და ნუ იჩქარებთ. ბევრ საქმეში ინტუიცია არ გღალატობთ. რაც უფრო რაციონალურად მიუდგებით თქვენს ბიუჯეტს, მით უკეთესი იქნება თქვენთვისაც და თქვენი ოჯახისთვისაც. მსხვილ შენაძენს მოერიდეთ.

 

თხის რქა

წინააღმდეგობრეივი დღეა. ახლო ნათესავთან ურთიერთობას შესაძლოა არასასურველი შედეგი მოჰყვეს. ერიდეთ გულახდილ საუბარს, რომელიც თქვენს= წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

 

მერწყული

არახელსაყრელი დღეა. დაუფიქრებელი ნათქვამისა და ზედმეტი კატეგორიულობის გამო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნებათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით საკვების ხარისხს.

 

თევზები

სასიამოვნო და ჰარმონიული დღეა. ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ოპტიმიზმით აივსებით. ერიდეთ დიდი პროექტების წამოწყებას, რადგან მოსალოდნელია ფინანსური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესება.