რას აპირებს ევროპა: როდის შევძლებთ ძველებურად მოგზაურობას
რას აპირებს ევროპა: როდის შევძლებთ ძველებურად მოგზაურობას

A+ A-

18:40 08/04/2020

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მხარი დაუჭირა იდეას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ტურისტების შეშვება ერთი წლით იკრძალება.

მთავრობის ხელმძღვანელის აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში კორონავირუსთან ბრძოლისას გატარებულ ყველა ღონისძიებას აზრი ეკარგება.

ერთი წლის განმავლობაში ტურისტებს ქვეყანაში არშეშვება ეკონომიკაზე ცუდად აისახება. ღირს კი ასეთი თავდაცვა?

ჩეხეთის პრეზიდენტი კორონავირუსის კრიზისული შტაბის ხელმძღვანელის აზრს იზიარებს, რომელიც ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 11 მაისამდე უნდა გაგრძელდეს.

„უმჯობესია, მივიღოთ უსაფრთხოების ზედმეტი ზომები, ვიდრე სათანადოდ არ შევაფასოთ სიტუაცია“, – აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

10 რამ, რაც პრაღაში არ უნდა გამოტოვო

„დღეს ყველგან აქტიურად დგას საკითხი, რომ გაიხსნას მაღაზიები და ბიზნესი ამუშავდეს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობა სიმდიდრეზე ბევრად ძვირფასია, მაგრამ ხალხის ნაწილს სურს, რომ ბიზნესმა არსებობა გააგრძელოს. თვთიზოლაცია და მაღაზიების დაკეტვა ხომ დიდი ფული ღირს“, – აღნიშნავს პოლიტიკის ექსპერტი დენიელ უორნერი.

მისი თქმით, შვეიცარიაში მემარჯვენე პარტიის წევრები ყველა საწარმოს ამუშავებას ითხოვენ. მემარცხენეები კი ყველას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ.

დონალდ ტრამპს უნდა, აშშ-ში ყველაფერმა მუშაობა აღდგომის შემდეგ განაახლოს. თუმცა მის გადაფიქრებას მედიკოსები ცდილობენ.

ფრანგებბა არ იციან, როდის გაამარტივებენ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. მათ განსაკუთრებით აშინებთ დიდი ბრიტანეთის პრემიერის მდგომარეობა, რომელმაც ვირუსი თავიდან სათანადოდ არ დააფასა. 

ასეთი აზრთა სხვადასხვაობაა ყველგან.

 

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ საბერძნეთში ზაფხულის სეზონი არ ჩავარდება, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ საბერძნეთის ცნობილ კურორტებზე ტურისტების რეკორდულ რაოდენობას არ ელოდებიან.

Специалисты дали прогноз, когда в Греции начнется туристический сезон

აქამდე სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ტურისტული სეზონი თურქეთში მაისის დასასრულს დაიწყებოდა, როდესაც რამადანის დღესასწაული დამთავრდება. სასტუმროს მფლობელები ფიქრობდნენ, რომ პირველი უცხოელი ტურისტები თურქეთში რუსები იქნებიან. თუმცა თურქეთში კორონავირუსის გამო განვითარებული მოვლენების შემდეგ ძნელია დაიჯერო, რომ სპეციალისტების ვარაუდი გამართლდება.

სინგაპურში კი მთავარი აეროპორტის ტერმინალი 18 თვით დაკეტეს. ყველა პროგნოზით აეროპორტიდან რეისები მომავალ წლამდე არ განახლდება.

Когда мы вновь начнём путешествовать? Крупнейший в мире аэропорт дал свой прогноз

დაკეტილი აეროპორტები რუსეთშიც ცუდ დღეში არიან. ბევრი მათგანი კორონავირუსის გამო შესაძლოა, გაკოტრდეს. ამის მიზეზი კი დიდი ალბათობით ბევრი საერთაშორისო აეროპორტის დახურვა და რუსული რუბლის კურსის ვარდნა სახელდება.