"მერები, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრმა გაათავისუფლა" - შეათანხმა თუ არა მათი გათავისუფლება გახარიამ ივანიშვილთან?!
"მერები, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრმა გაათავისუფლა" -  შეათანხმა თუ არა მათი გათავისუფლება გახარიამ ივანიშვილთან?!

A+ A-

17:53 08/04/2020

საგანგებო მდგომარეობის დროს ქუთაისის, ონისა და თერჯოლის მერებმა თანამდებობები საკუთარი სურვილით არ დატოვეს. მათ, სავარაუდოდ, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება აღასრულეს. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, პრემიერს ეს გადაწყვეტილება, არაფორმალურ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან არ შეუთანხმებია.

ამის შესახებ “2020NEWS“-თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ პერიოდში თანამდებობას ტოვებენ, სეროზული კითხვის ნიშნები ჩრდება. ახლა მათი მხიდან გულზე მჯიღის კვრა ძალიან არასერიოზულია“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პირობებში ქუთაისის, ონისა და თერჯოლის მერების მიერ თანამდებობის დატოვების პროცესს.

ხუხაშვილის განცხადებით, მერების მიერ თანამდებობის დატოვება “ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდაორგანიზაციულ და სხვა სახის პრობლემებს უკავშირდება.

ექსპერტი არ გამორიცხავს იმასაც, რომ პარტიაში პოლიტიკურ პერსონებს შორის ძალთა გადანაწილებასაც აქვს ადგილი.

“არამგონია, რომ მერების თანამდებობიდან გადაყენება არჩევნებს უკავშირდებოდეს. დიდი ალბათობით, პარტიაში ორგანიზაციული და სხვა შიდა პრობლემებია. საერთოდ, ამ ტიპის კრიზისის დროს ხელისუფლების სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ გამოვრიცხავ, რომ პარტიაში ძალთა გადანაწილებას აქვს ადგილი, თუ ეს ასეა, ძალიან ცუდია.

მერებმა თანამდებობები საკუთარი სურვილით არ დატოვეს. მათ, სავარაუდოდ, გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულეს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეათანხმა თუ არა გიორგი გახარიამ მერების გათავისუფლების საკითხი “ქართული ოცნების“ ლიდერბთან, ბიძინა ივანიშვილთან, ხუხაშვილისთვის უცნობია. ექსპერტი იმედოვნებს, ეს გადაწვეტილება გახარიამ ინდივიდუალურად მიიღო.

“ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ მერების გათავისუფლებას პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაც აღარ სჭირდება.

ქვეყანაში ნაწილობრივ აღდგა ინსტიტუციური წესრიგი, რაც კარგია, ანუ პერმიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრს დაემსგავსა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მერების გათავისუფლების გადაწვეტილება, ალბათ, პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ვისთან შეათანხმა გახარიამ ეს საკითხი, შორს არ წავიდოდი, იმედი მაქვს, რომ არავისთან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსისგან გამოწვეული ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების პიარალელურად, რამდენიმე დღის წინ თერჯოლისა და ონის მერმა და მათმა პირველმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამაც ვეღარ შეინარჩუნა.

როგორც მერები აცხადებენ, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღეს, თანაც გაგანია საგანგებო მდგომარეობის დროს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე