აშშ -12 841 გარდაცვლილი, დიდი ბრიტანეთი - 6 159 - დედოფალ ელისაბედის სამეფო დახმარებას პრეზიდენტ ტრამპის შტატებს სთხოვს
აშშ -12 841 გარდაცვლილი, დიდი ბრიტანეთი - 6 159 - დედოფალ ელისაბედის სამეფო დახმარებას პრეზიდენტ ტრამპის შტატებს სთხოვს

A+ A-

12:30 08/04/2020

ჩინური კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერ-მინისტრის გარეშე დარჩენილმა  დიდმა ბრიტანეთმა, ვირუსის გავრცელების სტატისტიკის მიხედვით, უკვე  მეერვე ადგილას გადმოინაცვლა. იქ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა „COVID-19”-ით  გარდაცვლილთა თვალსაზრისით. გარდაცვლილთა სტატისტიკის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი მეხუთე ადგილს იკავებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში გარდაცვლილია  6 159 ადამიანი. მათგან 786 გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა. დედოფალ ელისაბედის გაერთიანებული სამეფო სასუნქთი აპარატების მიწოდებაში დახმარებას პრეზიდენტ  ტრამპის შეერთებულ შტატებს სთხოვს.

გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე ინფიცირების 55 242 შემთხვევაა დადასტურებული. მთგან 3 634 გასულ დღე-ღამეს დადასტურდა.  

კორონავირუსმა  დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც „შეაღწია“. ინფიცირებულთა შორის, პრემიერ ბორის ჯონსონის გარდა,  იყო პრინცი ჩარლზი, რომელმაც ვირუსი უკვე დაამარცხა.

თავად პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ბორის ჯონსონი, კორონავირუსის სიმპტომების გაუარესების გამო, საავადმყოფოში, 5 აპრილს გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მომდევნო დღეს დამძიმდა, რის გამოც რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ ქვეყანაში სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ დიდ ბრიანეთს ყველაზე მცირე რაოდენობის გამოჯანმრთელებული  ყავს.  სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მედიკოსებმა ჯერ მხოლოდ 135 ადამიანის გამოჯანმრთელება შეძლეს.

სწორედ გამოჯანმრთელებულთა დაბალი მაჩვენებლისა და ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მომატების გამო, გაერთიანებულმა სამეფომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარება სთხოვა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ბრიტანეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს 200 სასუნთქი აპარატი სთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია და ყოველღიურად თითქმის, 2 ათასი ადამიანი იღუპება ქვეყანაში,  ტრამპის თქმით,  ისინი მზად არიან ბრიტანეთის დასახმარებლად.

დიდი ბრიტანეთი ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორია. 200  სასუნთქი აპარატი სჭირდებათ დაუყონებლივ.  ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანა ერთდროულად განიცდის ჩინური კორონავირუსის შეტევის პიკს.

აშშ-ში ამ დროისთვის ინფიცირებლთ რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 12 841-ია. იქ, გასულ დღე-ღამეში ინფიცირების -33 331 და გარდაცვალების - 1 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც ქართველი ემიგრანტები „2020NEWS“-თან აცხადებენ, შტატებში 200-ზე მეტი ქართველი ემიგრანტია ინფიცირებული, აქედან  25-ის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კვლავ რჩება  ნიუ-იორკის შტატში, სადაც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს ჰოსპიტლებში  კი ადგილები შეიძლება ითქვას, აღარაა. მარტო ამ მეგაპოლისში, ბოლო მონაცემებით,  131 ათასზე მეტი ინფიცირებული და  600-ზე მეტი გარდაცვლილია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ კორონავირუსს „ჩინური ვირუსი“ უწოდა.

მარიამ მაჭარაშვილი