ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს
ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს

A+ A-

01:22 08/04/2020

 ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, განცხადებას წასვლის შესახებ ჭიღვარია ხვალ დაწერს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 

შეგახსენებთ, იმერეთის რეგიონშირამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მერი გადადგა. თანამდებობა დატოვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა. 

ასევე, რამდენიმე დღის წინ გადადგა ონის მუნიციპალიტეტის მერი, ემზარ საბანაძე, რომელიც შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამაა.