საქართველოში კორონავირუსის პიკი 2-3 კვირის შემდეგ იქნება - თენგიზ ცერცვაძე
საქართველოში კორონავირუსის პიკი 2-3 კვირის შემდეგ იქნება - თენგიზ ცერცვაძე

A+ A-

18:31 07/04/2020

საქართველოში კორონავირუსის პიკი 2-3 კვირის შემდეგ იქნება, მაგრამ ეს პიკი არ იქნება აფეთქება. ეს იქნება მდორე პიკი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამის თქმის საშუალებას ინფიცირების პროცესის დინამიკა აძლევს.

„დააკვირდით, ჩვენთან, ყოველდღიურად ინფიცირების 20 შემთხვევაზე მეტი არ დაფიქსირებულა. არც იქნება. ჩემი პროგნოზით, ავალთ 1000 ინფიცირებულზე და 100-ზე მეტი ლეტალური შემთხვევა არ გვექნება. 21-ე საუკუნის ყველაზე მძიმე გამოწვევიდან საქართველო მინიმალური დანაკარგით გამოვა.

ნახეთ, აზერბაიჯანმა თავისი ხშირი ტესტირებებით ჩვენზე უკეთეს შედეგს მიაღწია? არა. სომხეთში რას აკეთებენ, ღმერთმა იცის. ხშირ ტესტირებაში არაა საქმე, საქმე სწორად დაგეგმილ ტესტირებაშია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ საქართველოში უკვე კორონავირუსით გარდაცვალების 3 ფაქტი დაფიქსირდა. 86 წლის ქალბატონი, რომელსაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.