საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 86 წლის ქალბატონი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 86 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

A+ A-

18:10 07/04/2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„ის გახლდათ 86 წლის ქალბატონი, რომელიც ორ კვირაზე მეტია ჩვენთან წევს. მძიმე თანმხლები ქორონიკული დაავადებით.  მას ჰქონდა მძიმე სეფსისი, მძიმე ორმხრივი პნევმონია.ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისთვის, მაგრამ სიტუაცია იყო ისეთი, რომ სისცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა გახლდათ და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი ადამიანის გარდაცვალება ხდება ასეთი განმარტებებისა და განხილვების საფუძველი, მაშინ, როცა სხვაგან ათეული და ათასი შემთხვევაა.

ეს საქართველოსთვის შეიძლება ნორმალური იყოს, ამიტომ ცოტა მოვემზადე თქვენთან შესახვედრად. ყველას გყავთ ახლობლები გერმანიაში, იტალიაში და სხვაგან, ჰკითხეთ, რა ხდება იქ.“, - განუცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, საქართველში კორონავირუსით ორი ასაკოვანი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ამ ეტაპზე, ქვეყანაში გარდაცვალების უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა.