ღვთისმსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მრევლი სწორად ვერ გაიგებს, ეკლესიაში პრობლემები გაჩნდება - თეოლოგი
ღვთისმსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მრევლი სწორად ვერ გაიგებს, ეკლესიაში პრობლემები გაჩნდება - თეოლოგი

A+ A-

17:37 07/04/2020

„სხვა ეკლესიების მსგავსად, საქართველოს ეკლესია არ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომ სახლში ვიდღესასაწაულოთ აღდგომა. რომელი ეკლესია იქცევა სწორად, ამას დრო გამოჩენს“,  - ამის შესახებ “2020NEW“-თან თეოლოგმა ლევან აბაშიძემ განაცხადა.

თეოლოგი ფიქრობს, საქართველოში ღვთისმსახურების დროებით შეწყვეტა ეკლესიისა და მრევლისთვის მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რადგან აღნიშნულმა  შესაძლო, ეკლესიაში პრობლმები გააჩნიოს. 

“საქართველოს ეკლესია გარკვეულ ზომებს იღებს - ეს არის მოწოდება, რომ მრევლის ნაწილი სახლში დარჩეს, ხალხმა ერთმანეთთან დისტანცია დაიცვას და ა.შ.  ეკლესიის მხრიდან ასეთი ზომების გატარება არის თუ არა საკმარისი,  ეს სპეციალიტებმა უნდა განსაზღვრონ. მრევლისა და ნებისმიერი ეკლესიისთვის საკმაოდ მძიმე იქნება გადაწყვეტილება, რომ დროებით შეწყდეს ღვთისმსახურება,  ან  ზიარება.

მრევლი ამას სწორად ვერ გაიგებს და შესაძლოა, საკმაოდ ბევრი შინაგანი პრობლემები წარმოიშვას ეკლესიაში.

სხვა ეკლესიების მსგავსად, საქართველოს ეკლესია არ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომ სახლში აღდგომა ვიდღესასწაულოთ. რომელი ეკლესია იქცევა სწორად, ამას დრო გამოჩენს. ღია ცის ქვეშ ვირუსის გავრცელების ალბათობა ნაკლებია. მრევლი დისტანციასაც თუ დაიჭერს,  რაც არ ვიცი,  როგორ მოხერხდება, ასევე, შემცირდება ვირუსის გავრცელების ალბათობა“,- განაცხადა აბაშიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის შიდაგავრცელების მიუხედავად, დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტიმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “სააღდგომო მსახურება ღია ცის ქვეშ ჩატარდება“.  მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს,  ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე