დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ბრწყინვალე  დღესასწაულს აღნიშნავს

A+ A-

12:43 07/04/2020

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაულია და იგი 12 საუფლო (უძრავი) დღესასწაულთაგანია.  ის აღინიშნება 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით).

ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი ჩვენი ცხონებისა.

იმის შესახებ, თუ სად და როდის გაჩნდა პირველად ხარების დღესასწაული, არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ 560 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ ხარების აღნიშვნის თარიღად 25 მარტი (ახალი სტილით 7 აპრილი) მიუთითა.

დღესასწაულის სახელწოდება - ხარება - მასთან დაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს: მარიამ ღვთისმშობლისათვის ხარებას, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე - ძე ღვთისა.

წმინდა წერილის თანახმად, გაბრიელ მთავარანგელოზი ქალწულ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ ის ძეს ღვთისას შობდა და ამით ის ძე კაცისა გახდებოდა.

ცნობისთვის, XI საუკუნეში წმიდა კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ I-ის ანდერძის თანახმად, „ხარებობას“ წმიდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაული და კურთხევის დღე დადგინდა.