ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ, ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, თუ როგორ შევძლებთ სააღდგომო ლიტურგიის შესრულებას - მამა ანდრია ჯაღმაიძე
ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ,  ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, თუ როგორ შევძლებთ სააღდგომო ლიტურგიის შესრულებას - მამა ანდრია ჯაღმაიძე

A+ A-

17:49 03/04/2020

"ერთი კოვზის პრინციპი არ შეუცვლია არცერთ ეკლესიას და იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები"- ასე უპასუხა პატრიარქის პრეს-მდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტების კითხვას ზიარების პრინციპთან დაკავშირებით.

"სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა,"- განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით,  ჯერ არ გადაწყვეტილა, თუ როგორ ჩაატარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიას.

ჯაღმაიძის განცხადებითვე, მოძღვარმა, რომელმაც საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე მრევლის ეკლესიაში დარჩენაზე ისაუბრა, განცხადების გაკეთება იჩქარა.  

"ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, თუ როგორ შევძლებთ სააღდგომო ლიტურგიის შესრულებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა გაუგებრობები. ვითარება ყოველდღიურად იცვლება, ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთანაც და ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვცდილობთ ადეკვატური რეაქცია გვქონდეს ამ ყველაფერზე.

ეს განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომ 9 საათიდან დილის 6-მდე იქნებოდა მრევლი ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიის დროს. მან იჩქარა ამ განცხადების გაკეთება, არ დაელოდა და არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან,"- აღნიშნა დღეს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.