ბიზნესისთვის უნდა შეიქმნას სამი მილიარდის ლარის ოდენობის საგარანტიო ფონდი - ჯაფარიძე გახარიას პოსტკრიზისულ პროგრამაზე
ბიზნესისთვის უნდა შეიქმნას სამი მილიარდის ლარის ოდენობის საგარანტიო ფონდი - ჯაფარიძე გახარიას პოსტკრიზისულ პროგრამაზე

A+ A-

16:31 03/04/2020

ლელო-საქართველოსთვისერთ-ერთი ლიდერი  ბადრი ჯაფარიძე “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ პრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაანონსებული 2 მილიარდის გამოყოფა  ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის საკმარისი არაა და ბიზნესის დასახმარებლად,  საგარანტიო ფონდში  3 მილიარდის მობილიზება უნდა მოხდეს.   

შესაბამისად, ჯაფარიძე ხელისუფლებას „ლელოს“ მიერ შემუშავებული პოსტკრიზისული მოდელის გადახედვისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, მისივე თქმით, საქართველომ უნდა გაიზიაროს ის მაგალითიც, თუ როგორ ცდილობენ, გაუმკლავდნენ ევროპული ქვეყნები ვირუსისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს.

“წამყვანი ევროპული ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტის ათიდან თხუთმეტ პროცენტამდე რუსურსის მობილიზაციას ახდენენ. ამ მიდგომის გათვალისწინებით,  „ლელომ“  შეიმუშავა მოდელი, რომელიც  გულისხმობს ექვსი მილიარდის მობლიზაციას. ეს მოდელი ასევე თანხვედრაშია სწორედ, იმ შეფასებასთან, რომელსაც იძლევიან ადგილობრივი ეკონომისტები - რომ საქართველოს ეკონომიკა, დაახლოებით,  ორი მილიარდი დოლარის ზიანს მიიღებს.

ჩვენი მოდელი არ გულისხმობს ექვსი მილიარდი ლარის ბიუჯეტიდან გახარჯვას. ეს გულისხმობს შიდა და გარე ვალის მოზიდვასაც.

ვფიქრობთ, რომ მიმდინარე ბიუჯეტიდან,  არაპრიორიტეტული ხარჯების შეკვეცის გზით, შესაძლებელია მილიარდ ლარამდე თანხის გამოთავისუფლება, რათა ყველაზე მეტად დაზარალებულ ოჯახებს გაეწიოთ დახმარება სასურსათო და კომუნალური გადასახადების თვალსაზისით“, -  განაცხადა ჯაფარიძემ სააგენტოსთან საუბრისას.

“ლელოს“ ლიდერის განცხადებითვე, აუცილებელია ქვეყნაში შეიქმნას საგარანტიო ფონდი, რომელიც კორონავირუსისგან დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“ვფიქრობთ,  უნდა შეიქმნას სამი მილიარდის ლარის ოდენობის საგარანტიო ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის დაფინანსებას. ასევე, იმ ბიზნესის დაფინანსებას, რომელმაც განსაკუთრებული ზიანი განიცადა კორონავირუსის პანდემიის გამო“,- განაცახდა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში სოფლის მეურნეობა, რაც შეიძლება სწრაფად  უნდა განვითარდეს და ამაში ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა უნდა ჩადოს.

„სოფლიც მეურნეობა უნდა გადაიქცეს სტრატეგიულ მიმართულებად, რომ საქართველო გახდეს თვითკმარი სურსათის თვალსაზრისით. დღეს ძალიან ბევრი თანხა იხარჯება სოფლის მეურნეობის იმპორტში, რაც თავისთავად, შეუფერებელი და შეუსაბამოა საქართველოს პოტენციალთან“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შედგენას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე