"ორსული ქალის ნაყოფს შესალოა, საფრთხე დაემუქროს"
"ორსული ქალის ნაყოფს შესალოა, საფრთხე დაემუქროს"

A+ A-

18:10 26/03/2020

„ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, არ არის მძიმე. ნაყოფის გულის ცემა ისმის, თუმცა შესალოა საფრთხე დაემუქროს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 22 კვირის ორსული, 25 წლის ქალი, რომელიც ბოლნისის მკვიდრია, აზერბაიჯანის საზღვარი 15 მარტს გადმოკვეთა.

„ჰქონდა ტემპერატული რეაქცია და სწრაფი ტესტით დაუდგინდა კორონავირუსი. გადმოყვანილია ჩვენთან. ამჟამად მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. ამ წუთში ტემპერატურა არ აქვს, შემოსვლის დროს 37,1 ჰქონდა ტემპერატურა. ფილტვებში მოსმენით შესუსტებულია სუნთქვა და ამიტომაც საჭიროდ ჩაითვალა კომპიუტერული კვლევის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ორსულია, საერთო მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის. ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის, თუმცა შესალოა საფრთხე დაემუქროს“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.