ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა რეკომენდაციები ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში დარღვეული იყო - ეკატერინე ტიკარაძე
ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა რეკომენდაციები ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში დარღვეული იყო - ეკატერინე ტიკარაძე

A+ A-

16:27 26/03/2020

კორონავირუსის ინფექცია დღესდღეობით გლობალური გამოწვევაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები ამასთან დაკავშირებით. ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში მკაფიოდ დარღვეული იყო და შესაბამისად ეს არღვევს იმ ადამიანებზე ზრუნვას და უქმნის გარკვეულ პრობლემებსა და საფრთხეს იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ასე ზრუნავს- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო სხვებთან ერთად ზუგდიდელებზეც ზრუნავს და ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია.

„იქ მობილიზებული იქნება როგორც საკარანტინო სივრცე, ასევე სტაციონარიში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება და ზუგდიდიც და სამეგრელოც, ისევე როგორც აფხაზეთი არის ის მხარე, რომელზეც სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“- განაცხადა მინისტრმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.