შეერთებულმა შტატებმა, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, 2 ტრილიონი დოლარი გამოყო
შეერთებულმა შტატებმა, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, 2 ტრილიონი დოლარი გამოყო

A+ A-

10:15 26/03/2020

კორონავირუსის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში სენატმა ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების გეგმა დაამტკიცა და 2 ტრილიონი დოლარი გამოყო.

გეგმა ითვალისწინებს 2 უმთავრეს საკითხს:

1.შტატების ზრდასრული მოქალაქეების უმრავლესობა სახელმწიფოსგან 1 200 დოლარს მიიღებს.

კერძოდ, 1 200 დოლარს მიიღებენ ის მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 75 000 დოლარზე ნაკლებია. ოჯახები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 150 000 დოლარზე ნაკლებია, სახელმწიფოსგან 2 400 დოლარს და დამატებით თითოეულ ბავშვზე 500 დოლარს მიიღებენ;

2.მთავრობა ასევე დაეხმარება დაზარალებულ ბიზნესს და სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს;

ინიციატივას სენატის 96 კანონმდებელმა მისცა ხმა, წინააღმდეგი არავინ იყო. წარმომადგენელთა პალატა დოკუმენტს კენჭს 29 მარტს უყრის.