იტალიელმა ექთანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსისგან სხვების დასაცავად თავი მოიკლა
იტალიელმა ექთანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსისგან სხვების დასაცავად თავი მოიკლა

A+ A-

00:41 26/03/2020

34 წლის იტალიელმა ექთანმა, დანიელა ტრიზიმ კორონა ვირუსის დიაგნოზის შემდეგ თავი მოიკლა. ინფორმაციას გამოცემა “დეილი მეილი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ სხვებიც არ დაენფიცირებინა.

ცნობისთვის, იტალიაში ბოლო მონაცემებით, 74 386 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 5 210 ახალი შემთხვევაა, გარდაცვლილია 7 503, რომელთაგან 683  ახალი გარდაცვალების შემთხვევაა.
 
იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 იანვარს ორ ჩინელ ტურისტს დაუდასტურდა.
 
ქვეყანა წითელ ზონად არის გამოცხადებული.
 
მედიკოსები 24 საათის განმავლობაში ებრძვიან უხილავ მტერს და მათი ძალისხმევით იტალიას უკვე ჰყავს 9 362  გამოჯანმრთელებული ადამიანი, თუმცა მკვლელ ვირუსთან ბრძოლაში უკვე 33 მედიკოსი გარდაიცვალა.
 
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს, ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.