იტალიაში, კარანტინის დარღვევის გამო, ჯარიმა 400-დან 3 000 ევრომდე გაიზარდა
იტალიაში, კარანტინის დარღვევის გამო, ჯარიმა 400-დან 3 000 ევრომდე გაიზარდა

A+ A-

13:02 25/03/2020

იტალიაში, კარანტინის წესების დარღვევისთვის, სანქციები წესდება.

ახალი რეგულაციის თანახმად, იმ პირებს, რომლებსაც დაუდგინდათ კარანტინი და თვითიზოლაცია არ დაიცვეს, ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 400-დან 3 000 ევრომდე გაიზარდა.

ბიზნესკომპანიები, რომლებიც ვირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ხელისუფლების მიერ დაწესებულ რეგულაციებს დაარღვევენ, ხუთიდან 30 დღემდე ვადაში დაიხურებიან.
მოქმედი რეგულაციები 31 ივლისამდე, ყოველთვიურად გადაიხედება და შესაძლებელია, კიდევ უფრო გამკაცრდეს.