პარლამენტმა შესაძლოა, საარჩევნო სისტემის საკოსტიტუციო ცვლილებები შემჭიდროვებულ ვადებში მიიღოს
პარლამენტმა შესაძლოა, საარჩევნო სისტემის საკოსტიტუციო ცვლილებები შემჭიდროვებულ ვადებში მიიღოს

A+ A-

14:05 20/03/2020

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად,  ცვლილებათა ერთ პაკეტში განიხილოს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე.

ჩვენ ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ. გაგიმხელთ ერთ-ერთ მეთოდს, რაზეც ვილაპარაკეთ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილებები შეიძლება განხილული იქნას საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად ან მასთან ერთად საერთოდ პაკეტში, ეს მინიმუმ ერთ თვეს მოგვაგებინებს. მსგავსი მიდგომებით ჩვენ შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში იმდენად სწრაფად მივიღოთ საკონსტიტუციო პროექტი და ამას უკვე კონსტიტუციური ცვლილება დავარქვათ, რომ ამან თავის მხრივ და საგანგებო მდგომარეობამ მეორე მხრივ, ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. აქედან გამომდინარე აქ ჩვენ რაიმე სანერვიულო არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება გაცილებით მოკლე ვადა იმისთვის, რომ ოპოზიციასთანაც შევთანხმდეთ ამ მიდგომაზე, კომუნიკაციაც გვქონდა უკვე და ამ მხრივ არანაირი პრობლემები არ შეიქმნება,“- განაცხადა მდინარაძემ.