კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო კანის კინოფესტივალი გადაიდო
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო კანის კინოფესტივალი გადაიდო

A+ A-

00:17 20/03/2020

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო კანის კინოფესტივალი აღარ გაიმართება. ამის შესახებ კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

„ჯანდაცვის კრიზისის, საფრანგეთსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო კანის კინოფესტივალი დაგეგმილ ვადებში ვეღარ გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კანის კინოფესტივალი 12 მაისიდან 23 მაისის პერიოდში უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორები ახალ თარიღზე იმსჯელებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.