კორონავირუსის გამო, კანის კინოფესტივალი შესაძლოა აღარ ჩატარდეს
კორონავირუსის გამო, კანის კინოფესტივალი შესაძლოა აღარ ჩატარდეს

A+ A-

15:30 06/03/2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კანის კინოფესტივალი შესაძლოა წელს, 12 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, აღარ ჩატარდეს. ამის შესახებ Variety წერს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციით, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამართული ღონისძიებები, რომელსაც შესაძლოა 5 ათასი, ან მეტი ადამიანი დაესწროს, უმჯობესია, რომ გაუქმდეს. მსგავსი შეზღუდვა 31 მაისამდე გასტანს, რაც ფესტივალის ჩატარების პერიოდსაც მოიცავს.

წელს, კანის რიგით 73 კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი სპაიკ ლი უნდა იყოს. ფესტივალის ადმინისტრაციას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.