"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი გახდა
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი გახდა

A+ A-

10:43 27/02/2020

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელევიზიის მფლობელი ვატო წერეთელი ავრცელებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ნინო ჟიჟილაშვილი, ისევ რჩება “პოლიტმეტრისა” და “პირველების” წამყვანად.

“დღეიდან ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილია. ძალიან მაგარი წამყვანი რომ არის, ეს იცით. ახლა ძალიან მაგარ საინფორმაციოსაც გააკეთებს. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში.

წარმატებები ნინოს და ძალიან დიდი მადლობა მათე კირვალიძეს, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩვენი საინფორმაციო განვითარებისთვის. ზუსტად ვიცი, მათეს ისევე მაგრად გამოუვა ყველაფერი ახალ საქმეში, როგორც ამას აკეთებდა დღემდე.

P.S
ჟიჟი რჩება პოლიტიმეტრზე ყოველ ოთხშაბათს, ასევე პირველებში პარასკევს ვახო სანაიასთან ერტად.”,-წერს ვატო წერეთელი “ფეისბუქში.”