ყველამ ფული აიღო. ჯოჯოხეთში ჩავიყოლებ ყველას. დაბალი ღობე გვნახეს - მიხეილ კალანდიას მამა
ყველამ ფული აიღო. ჯოჯოხეთში ჩავიყოლებ ყველას. დაბალი ღობე გვნახეს -  მიხეილ კალანდიას მამა

A+ A-

13:12 25/02/2020

"ჯოჯოხეთში, რომ მომიწიოს ჩასვლა, ჩავალ და სხვებსაც ჩავიყოლებ, ვინც ჩემი შვილის დაპატიმრებაში მიიღო მონაწილეობა", - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ განაცხადა. კალანდიას მამა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნო. 

"ქართულმა ოცნებამ" თავისი ჩაჯმული ვერ გამოასწორა და ჩემ შვილს ხელი შეაწმინდეს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ საქმეში პროკუტარის, სასამართლოსა და ყველას ინტერესი იყო ჩართული. გამოძიება სწორად ვერ წაიყვანეს და ყველაზე დაბალი ღობე ჩვენ გვნახეს. ამ საქმეში ყველამ ფული აიღო, ყველამ სარგებელი ნახა. ამ საქმეში სუბელიანის ინტერესები არ იყო", - განაცხადა კალანდიამ.

შეგახსენებთ,  ცოტა ხნის წინ, საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ცნობისათვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.