ქუადენ, შენ ჩვენი გმირი ხარ - სასტიკი ბულინგის მსხვერპლს, 9 წლის ქუადენ ბეილს ვარსკვლავები სოლიდარობას უცხადებენ
ქუადენ, შენ ჩვენი გმირი ხარ - სასტიკი ბულინგის მსხვერპლს, 9 წლის ქუადენ ბეილს ვარსკვლავები სოლიდარობას უცხადებენ

A+ A-

18:48 21/02/2020

სკოლაში სასტიკი ბულინგის მსხვერპლს, 9 წლის ქუადენ ბეილს ვარსკვლავები სოლიდარობას უცხადებენ.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ქუადენის დედამ გამოაქვეყნა, სადაც მორიგი ბულინგის გამო ბიჭი შეუჩერებლად ტირის, ასევე ტანდაბალმა კომიკოსმა ბრედ უილიამსმა, GoFundMe-ზე კამპანია წამოიწყო, სადაც ბავშვის დისნეი ლენდში წასაყვანად ფულს აგროვებენ. შემოწირულობა უკვე 100 000 ამერიკულ დოლარს გასცდა.

ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა, 20  მილიონამდე ნახვა აქვს.

ვირუსულ პოსტს გამოხმაურებები მოჰყვა. ვარსკვლავებმა ტვიტერზე ქუადენს ვიდეო მიუძღვნეს. "ქუადენ, ჩემი სახით ახალი მეგობარი გყავს", - ასე გამოეხმაურა ბიჭუნას ჰიუ ჯეკმანი.

"შენ იმაზე უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია. გთხოვთ, ერთმანეთის მიმართ კეთილები იყავით, ბულინგი არასდროს არაა ურთიერთობის სწორი ფორმა". "ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ შეგვიძლია რომ ეს გამოვასწოროთ. ყველაფერი კარგად იქნება", - ასეთია ჯეფრი დინ მორგანის მიმართვა.

„შენი ვიდეო ვნახე და მინდა გითხრა, რომ ჩემი სახით მეგობარი გყავს. დედას შეუძლია დამიკავშირდეს და ერთმანეთს შევხვდეთ. მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანს უყვარხარ და ჩვენ შენზე ვიზრუნებთ. ცხრა წლის ბავშვები ძალიან სასტიკები შეიძლება იყვნენ, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დამიკავშირდი".

ბიჭუნას სოლიდარობა გამოუცხადეს პრის მორგანმა, მიკ ფოლეიმ, ვინსენტ დ'ონოფრიომ და სხვებმა.

"გამარჯობა მეგობარო, შენ ჩვენი გმირი ხარ. მადლობას გიხდი სიმამაცისთვის, მუდამ ისეთი ძლიერი იყავი, როგორც ახლა ხარ. მსოფლიო შენ შემოგყურებს. მე და ჩემი ბიჭები შენთან ვართ და მადლობას გიხდით", - ჯონ ბერნტალმა პატარა ბიჭი საკუთარ ტვიტერზე ასე გაამხნევა.

"გამარჯობა პატარა, დიდ სიყვარულს გიგზავნით შენც და შენს ოჯახსაც. შენ ჩვენთვის მაგალითი ხარ. ყველამ იმ ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ, რაც გვაქვს, მაგრამ შეგიძლია, ძლიერი და ბედნიერი იყო. ჩემმა შვილებმა შენგან უკვე ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. შენ დიდ კაცებს შორის ნამდვილი გიგანტი ხარ", - ვისენტ დ'ონოფრიო აღფროვანებას ვერ მალავს.

"მადლობა რომ ეხმარები ბრედ. დიდი იმედი მაქვს, რომ შენი სიკეთე ოდნავ მაინც დაეხმარება ბულინგის გადატანაში. იქნებ დისნეი ლენდში მაშინ წახვიდეთ, როდესაც WWE-ის ჩვენი გუნდი ანაჰეიმში იქნება. ხომ იცი, კონტაქტები მანდ კიდევ მყავს!" - მიკ ფოლეის სიკეთის გაკეთებაში თავისი წვლილი შეაქვს.

"დიდი იმედი მაქვს, საჭირო დახმარებას მიიღებს", - პრის ბროსმანმა თავისი გულიტკივილი მოკლე ტვიტში გამოხატა. გარდა ვარსკვლავებისა, მხატვარმა ჯოშ იესერმა ქუადენს ილუსტრაცია მიუძღვნა, სადაც ის სუპერგმირის ფორმაშია გამოწყობილი. ქუადენი არც სპორტსმენებს არ დაუვიწყებიათ. სულ ცოტა ხნის წინ ის რაგბის მოთამაშე ლატრელ მიტჩელს შეხვდა.

ცნობისთვის, დედას ასევე საკუთარი გვერდი აქვს, სადაც ქუადენის შესახებ და ტანდაბლობის გამოწვევებზე საუბრობს. დედის თქმით, ქუადენმა, პირველად სუიციდი 6 წლის ასაკში სცადა, მაშინ ბაბუა გარდაეცვალა. მას შემდეგ კიდევ ჰქონდა რამდენიმე მცდელობა. ეს ყველაფერი ბულინგის და მუდმივი დამცირების ბრალია.