ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერია ამ ქვეყანაში, სახლში რომ მივა, ავეჯი დაიმხოს თავზე - გოგიჩაიშვილი
ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერია ამ ქვეყანაში, სახლში რომ მივა, ავეჯი დაიმხოს თავზე - გოგიჩაიშვილი

A+ A-

12:11 20/02/2020

„ე.ი. ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ ქვეყანაში არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს - დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი ახლა სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სკანდალური ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობის თაობაზე.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით,  ვანო მერაბიშვილის მიერ ციხიდან გამოსვლისთანავე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ბიძინა ივანიშვილის ორმაგი თამაშისა და "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგია.

"ეს არის "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკა, რომელზეც მივუთითებდით ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მივუთითებდით იმ მართვის კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით - ხან "ნაციონალებს" ეთამაშა, ხან "ევროპულ საქართველოს", ხან იმ მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა, მერე ვიღაც კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა... აი, ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ ქვეყანაში არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს - დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი ახლა სახლში რომ მივა. მერაბშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული განვითარება, არჩევნები და გვჭირდება ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას და ამ ქვეყანაში დამთავრდეს სამუდამოდ  ის, რომ „ვაის“ რომ გაეყრები, „უის“ შეეყრები. მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ის ფლობს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან.

გოგიჩაიშვილ ამასთანავე არ უარყოფს, რომ ვანო მერაბიშვილს შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური შანსები, მაგრამ ის „სამარცხვინო ლაქაა“ საქართველოს ისტორიაში.

"ადამიანები დახვდნენ და მოწონთ ადამიანი, რომელიც ხოცავდა წლების განმავლობაში ადამიანებს. არიან ასეთი ადამიანები, გერმანიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც აღმერთებენ ჰიტლერს და ელოდებიან, როდის დაბრუნდება, რომ გააკეთოს კონცლაგერები და დახოცოს ხალხი. ადამიანები არიან როგორც ჩანს, რომლებიც ამისგან სიამოვნებას იღებენ. მერაბშვილი არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში, ძალიან მძიმე ადამიანი",  -  განაცხადა გოგიჩაიშვილმა,