ყარაჯალაში ტაქსის მძღოლი მოკლეს და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს
ყარაჯალაში ტაქსის მძღოლი მოკლეს და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს

A+ A-

18:59 17/02/2020

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - გარდაბნის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მანქანაში დამწვარი იპოვეს.

მომხდარის შესახებ სოფელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ ტაქსის მძღოლი გაიტაცეს და ცოცხლად დაწვეს.

კიდევ ერთი პირის განცხადებით,  კი მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ მისივე მანქანაში ჩასვეს და ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.