პროკურორისა და მოსამართლის ხელფასი უნდა გათანაბრდეს – ირაკლი შოთაძე
პროკურორისა და მოსამართლის ხელფასი უნდა გათანაბრდეს – ირაკლი შოთაძე

A+ A-

16:14 17/02/2020

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურორისა და მოსამართლის ხელფასები უნდა გათანაბრდეს. ამის შესახებ შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენის დროს განაცხადა.

“ვფიქრობ, სოციალური გარანტიების მიზნით მიზანშეწონილია შესრულდეს ევროსაბჭოს რეკომენდაცია და პროკურორისა და მოსამართლის ხელფასი გათანაბრდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროკურორებს ანაზღაურება გაეზარდოთ. ამ მიმართულებით აქტიურად ვაპირებ მუშაობას, რათა თითოეულ პროკურორს მძიმე და საპასუხისმგებლო საქმიანობის ადეკვატური ანაზღაურება ჰქონდეს, ”- განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს