ზაზა ბოხუამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ზაზა ბოხუამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

A+ A-

16:07 17/02/2020

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ თანამდებობა დატოვა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბოხუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვინ შეცვლის ზაზა ბოხუას, სამინისტროში ამ თემაზე ჯერ არ საუბრობენ.

ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ოთხი მოადგილე ჰყავს – თამარ გაბუნია, თამარ ბარკალაია, გიორგი წოწკოლაური და თეა ახვლედიანი.