გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

A+ A-

00:03 17/02/2020

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია. მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გორელმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი რობერტ ბარანი 11:0 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩემპიონი პეტრიაშვილი გახდა, ვიცე ჩემპიონი კი ბექა ლომთაძე. ელიზბარ ოდიკაძე და ავთანდილ კენჭაძე მესამე ადგილზე გავიდნენ.