გორში მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილისა და სტალინის თოვლის ბაბუები გააკეთა
გორში მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილისა და სტალინის თოვლის ბაბუები გააკეთა

A+ A-

17:21 16/02/2020

გორში მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილისა და სტალინის თოვლის ბაბუები გააკეთა. იდეის ავტორი დავით ტიელიძეა, რომელმაც საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტალინისა და ივანიშვილის თოვლის ბიუსტები.

"ერთი წამოახედაო და აჰა წამოვახედე , მგონი ფარული ნიჭი აღმოვაჩინე" - წერს ტიელიძე.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს  დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კომენტარებში  საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგი წერს, რომ ტიელიძის მიერ შექმნილი ბიუსტი სულაც არ გავს "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ზოგიც კი მათ შორის დიდ მსგავსებას ხედავს.  

რაც შეეხება სტალინის ბიუსტს, "დიდ ბელადსა" და თოვლის ბიუსტს შორის მსგავსებაზე ყველა ერთხმად თანხმდება.