ამერიკელებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს
ამერიკელებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს

A+ A-

11:33 16/02/2020

ამერიკის ბიოტექნოლოგიური კომპანია ირწმუნება, რომ კორონავირუსის ვაქცინა სამ საათში შექმნა მას შემდეგ, რაც ინფექციასთან დაკავშირებული შესაბამისი კვლევის შედეგი მიიღო. 

მეცნიერებმა ეს აღმოჩენა სან დიეგოს ლაბორატორიაში გააკეთეს. ახლა კი მეცნიერები იმისთვის მუშაობენ, რომ ვაქცინა ბაზარზე რეკორდულ დროში მოხვდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Foxbusiness ავრცელებს.

„ვაქცინის შექმნა ძალიან სწრაფად შევძელით, როდესაც ვირუსის დნმ რეზულტატზე წვდომა, მძლავრი სამედიცინო პლატფორმის შედეგად ასევე სწრაფად გვქონდა. ახლა, ჩვენი მიზანია, მისი ტესტირება აშშ-ში, უკვე ზაფხულში დავიწყოთ“, - აცხადებენ მეცნიერები.

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1669-ს მიაღწია.