ისრაელმა დამასკოზე საჰაერო თავდასხმები განახორციელა
ისრაელმა დამასკოზე საჰაერო თავდასხმები განახორციელა

A+ A-

12:12 06/02/2020

ისრაელმა დამასკოზე საჰაერო თავდასხმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის არაბთა საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ისრაელის რაკეტების უმეტესობა იქამდე გააუვნებელყვეს, ვიდრე ისინი დანიშნულების წერტილებს მიაღწევდა“.

დამასკოზე საჰაერო თავდახმის ვიდეომასალას ავრცელებს რუსული მედია "ასოშიეთიდ პრესიც". მათი ინფორმაციით კი, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.

სირიის დედაქალაქ დამასკოსთან, რამდენიმე ირანული პოზიციაა, სადაც „ალ ჯაზირას ინფორმაციით“, ცეცხლი შეინიშნება.

ცნობები გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ისრაელის თავდაცვის ძალები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.