ბარსელონაში, პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსზე, საქართველოს სანდრო გეგეჭკორი წარადგენს
ბარსელონაში, პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსზე, საქართველოს სანდრო გეგეჭკორი წარადგენს

A+ A-

18:39 21/01/2020

პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსზე, 19 წლის ქართველი სანდრო გეგეჭკორი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ახალგაზრდა პიანისტმა თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა.

როგორც სანდრო გეგეჭკორი წერს, 212 კონკურსანტიდან ვიდეო ჩანაწერის საშუალებით აარჩიეს. სანდრო გეგეჭკორი კონკურსსში საქართველოს სახელით წარსდგება.

„არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ პირველი, რაც მახსენდება - შემომილაწუნეთ! ვიდეო ჩანაწერის შესარჩევი ტურით ამირჩიეს მარია კანალსს ბარსელონას პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსზე და წარვადგენ საქართველოს და ჩვენს საამაყო სახელმწიფო კონსერვატორიას! მარია კანალსის კონკურსი დაფუძნდა ბარსელონაში, 1952 წელს, 1958 წლიდან კი გახლავთ ჟენევის "მუსიკის საერთაშორისო კონკურსების" ფედერაციის წევრი. მარტში მივფრინავთ. დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით... ძალიან ბედნიერი ვააარ და მიხარია.“ - წერს სანდრო გეგეჭკორი.

ცნობისთვის, წელს კონკურსზე 212 აპლიკაციიდან შეირჩა რამდენიმე ათეული კონკურსანტი, რომლებიც ერთმანეთს ბარსელონაში შეერკინებიან. კონკურსში მონაწილეობა  18-36 წლის პიანისტებს შეუძლიათ. მარია კანალსის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დიდი კონკურსია, რომელიც ესპანეთის დედოფლის, სოფიას პატრონაჟის ქვეშაა. კონკურსზე მოსახვედრად საჭიროა სპეციალური ვიდეო ჩანაწერების გადაგზავნა აპლიკაციებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ სანდრო გეგეჭკორი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია. მან თავისი კარიერის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწია და მრავალჯერ წარსდგა ქართველი თუ უცხოელი მსმენელის წინაშე.