ბიძინა ივანიშვილს ფრანგული პასპორტი ყველაფერს ურჩევნია - გია ხუხაშვილი
ბიძინა ივანიშვილს ფრანგული პასპორტი ყველაფერს ურჩევნია - გია ხუხაშვილი

A+ A-

17:06 21/01/2020

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ  “ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, სავარაუდოდ, იმიტომ არ იკავებს, რომ ფრანგულ პასპორტს ვერ თმობს.

“ბიძინა ივანიშვილს შეიძლება, ფრანგული პასპორტის დათმობა ენანება, რადგან საკუთარი ფრანგული პასპორტი ძალიან უყვარს და ყველაფერს ურჩევია.

პრემიერ-მინისტრის პოსტი რომ დაიკავოს, საფრანგეთის მოქალაქოება უნდა დათმოს. ეჭვი მაქვს, რომ თავს ფრანგული პასპორტის გამო იკავებს“,- განაცადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს და მის ადგილს, სავარაუდოდ, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.