ვიდეოზე, რომელიც თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დავინახე - ლომჯარია
ვიდეოზე, რომელიც თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დავინახე - ლომჯარია

A+ A-

15:43 21/01/2020

ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის შემდეგ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვერ დავინახე განსაკუთრებული პრობლემა. არსებობს სიტუაციები, როდესაც პატიმართან ურთიერთობისთვის შესაძლებელია, საჭირო იყოს მასთან რაღაც ადამიანურ ურთიერთობასა და ნდობაში შესვლა. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენი წარმომადგენლები ამ მიდგომებს ირჩევენ. მე ამ ვიდეოზე უკანონო ვერაფერი ვერ დავინახე, პირიქით, მიმაჩნია რომ სერიოზული კითხვები არის საერთოდ, აღნიშნული ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით, რატომ არის შენახული და დაარქივებული ამდენი თვის განმავლობაში, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნული ვიდეო. სახალხო დამცველი ამ საკითხის, მისი კანონიერების შესწავლას აუცილებლად დაიწყებს და ასევე შევისწავლით, რამდენად ხდებოდა უკანონოდ მიყურადება ან თვალთვალი სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიმართ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.