Disney-მ კინოსტუდია 20th Century Fox-ის სახელწოდება შეუცვალა
Disney-მ კინოსტუდია 20th Century Fox-ის სახელწოდება შეუცვალა

A+ A-

11:33 21/01/2020

Disney-მ კინოსტუდია 20th Century Fox-ის სახელწოდება შეუცვალა, - ამის შესახებ New York Time-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიამ სახელწოდებიდან სიტყვა Fox - ამოიღო, ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ 20th Century-ი შეცდომით არ დაუკავშიროს ხალხმა მის ყოფილ მფლობელს, რუპერტ მერდოკს, რომელიც, თავის მხრივს, ისევ ფლობს Fox-ის სამაუწყებლო ქსელს, Fox News-ს, 28 ადგილობრივი ტელეკომპანიის ქსელს და სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

ცნობისთვის, Walt Disney Company-მ რუპერტ მერდოკის აქტივი გასულ წელს 71.3 მილიარდ დოლარად იყიდა.

აქტივი მოიცავდა 20th Century Fox Studio და ხელოვნების სახლს Fox Searchlight. Fox-ის ბრენდი მერდოკის სახელთან 1980-წლიდან ასოცირდება, როდესაც მან იყიდა წილი 20th Century Fox-ში და დაარსა Fox-ის სამაუწყებლო ქსელი, რომელიც კონკურენტი გახდა ABC, CBS და NBC-ის. Fox News-ი საკაბელო მაუწყებლობაზე 1996 წელიდან გადავიდა და გახდა CNN-ის ალტერნატივა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, Disney-ს არ უნდა 20th Century-ი მედიამაგნატის მემარჯვენე ტელეკომპანია Fox News-თან ასოცირდებოდეს. Disney-ში დამატებითი მიზეზების დაზუსტებისგან თავი შეიკავეს. 20th Century Fox-ის წარმატებულ პროექტებს შორის არის ფილმები “ავატარი”, “მუსიკის ჰანგები” და “ტიტანიკი”.