ცნობილი ნათლიები და ნათლულები
ცნობილი ნათლიები და ნათლულები

A+ A-

13:00 19/01/2020

შოუბიზნესური ნათელ-მირონობა - ცნობილი ნათლიების ცნობილი ნათლულები
ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებთ. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე

მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის, ბე­რას ნათ­ლი­აა. ბერა მომ­ღე­რალ­მა პა­ტა­რა ასაკ­ში მო­ნათ­ლა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბოლო დროს სა­კუ­თარ ნათ­ლულ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ აქვს.

კოტე თო­ლორ­და­ვა

ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი კოტე თო­ლორ­და­ვა, რო­მე­ლიც 2015 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მსა­ხი­ობ ლე­ვან ყო­ჩიშ­ვი­ლის ვა­ჟის ნათ­ლია იყო. ლე­ვა­ნი და კოტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მე­გობ­რობ­დნენ და ბო­ლოს და­ნა­თე­სავ­დნენ კი­დეც. ერ­თად თა­მა­შობ­დნენ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი".

თიკა ჯამ­ბუ­რია, ნინი ქარ­სე­ლა­ძე და დოი

მომ­ღე­რა­ლი თიკა ჯამ­ბუ­რია ლელა წურ­წუ­მი­ას და მა­მუ­ლი­ჩას ქა­ლიშ­ვი­ლის, მა­რი­კოს ნათ­ლი­აა. თი­კამ პა­ტა­რა მა­რი­კო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ნათ­ლა. მა­შინ თა­ვა­დაც ბავ­შვი იყო. თი­კას და ლელა წურ­წუ­მი­ას ოჯახს დღემ­დე ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. მა­რი­კოს ნათ­ლი­ე­ბი არი­ან ნინი ქარ­სე­ლა­ძე და დათო დო­ი­აშ­ვი­ლი.

ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი დუტა სხირტლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, სო­ფოს ნათ­ლი­აა. ეკას კი­დევ ერთი ნათ­ლუ­ლი მსა­ხი­ო­ბი თა­მუ­ნა ბუხ­ნი­კაშ­ვი­ლია. ეკას სულ ოთხი ნათ­ლუ­ლი ჰყავს და ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ხში­რად მას­პინ­ძლობს მათ.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ნათ­ლი­ე­ბი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და მაია ჯა­ბუა არი­ან. რო­გორც ნინი ამ­ბობს, რაც დედა, ეკა კა­ხი­ა­ნი ახ­სოვს, იმ დრო­ი­დან ახ­სოვს თამ­რი­კო და მაია, რომ­ლე­ბიც მისი მე­ო­რე დე­დე­ბი არი­ან. რო­გორც ნი­ნიმ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­ცხა­და, სიმ­ღე­რის გარ­და თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძის­გან მას ტრავ­მე­ბიც და­ე­ნათ­ლა, რად­გან ხში­რად იღებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ტრავ­მებს და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში ნაც­ნო­ბი სა­ხეა. ცნო­ბი­ლი ნათ­ლი­ე­ბი ჰყავს ნი­ნის ქა­ლიშ­ვილს, ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძეს. მისი ნათ­ლი­ე­ბი ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, ქეთა თო­ფუ­რია, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი და თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე არი­ან.

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი

ბერა ივა­ნიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე ნათ­ლუ­ლი ჰყავს, მისი ნათ­ლუ­ლე­ბი არი­ან კახი კა­ლა­ძის უფ­რო­სი ვაჟი ლე­ვა­ნი­კო და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­სა­მე ვაჟი გაბ­რი­ე­ლი. პა­ტა­რა ლე­ვა­ნი­კო 2011 წელს გაქ­რის­ტი­ან­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვაჟი კი 2015 წლის აგ­ვის­ტო­ში მო­ი­ნათ­ლა.

წყარო: ambebi.ge