სურამში ქმარმა ცოლი, სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა
სურამში ქმარმა ცოლი, სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა

A+ A-

13:41 18/01/2020

სურამში ქმარმა ცოლი, სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა. ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.