"იმედი" ოპოზიციას ემსახურება,"მთავარი არხი" - ხელისუფლებას - NDI-ის კვლევების ლიდერები და კურიოზები
"იმედი" ოპოზიციას ემსახურება,"მთავარი არხი" - ხელისუფლებას - NDI-ის კვლევების ლიდერები და კურიოზები

A+ A-

14:12 16/01/2020

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მედიის ნდობის რეიტინგში  30%-ით ისევ ტელეკომპანია "იმედი" ლიდერობს. აღნიშნული ტელეარხი ლიდერობდა 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის დროსაც.  

რაც შეეხება საზოგადოებრივი  მაუწყებლს, მას თითქმის ყველა არხი უსწრებს:  “იმედი”, “მთავარი არხი”, “რუსთავი 2”, ტვ “პირველი”.  კვლევის მიხედვით, “პირველ არხს” 3% ენდობა.

გამოკითხული მოსახლეობამთავარ არხსუფრო ენდობა, ვიდრერუსთავი 2-”.  კვლევის თანახმად,  “მთავარ არხს” 18% ენდობა,  მაშინ,  როცარუსთავი 2-ისნდობის მაჩვენებელი 12%-ია.  2019 წლის აპრილში, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრერუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდებოდა, მისი ნდობის მაჩვენებელი 28% იყო.

გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიაიმედი” “ქართული ოცნებისინტერესებს გამოხატავს,  22%-ის აზრით კიარცერთის. მხოლოდ 2% ფიქრობს, რომ  ეს  ტელეარხი ოპოზიციის ინტერესებს  გამოხატავს.

რაც  შეეხებამთავარ არხს”,  გამოკითხულთა  63%-ის  აზრით,  აღნიშნული  ტელეარხი ოპოზიციის  მიზნებს  ემსახურება,  3%-ის  აზრით კიხელისუფლების.

გამოკითხულთა  29%-ის აზრით კი, “რუსთავი 2”  ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავს,  ხოლო 20% ფიქრობს,  რომ  ისქართული ოცნებისინტერესებს  ემსახურება.

შეგახსენებთ, დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლოესი კვლევა წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 ადამიანი გამოიკითხა. „ენდიაის“ კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით  ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო“ ატარებს.