არ შემიძლია, მედიაში მუშაობა - ირანში ჟურნალისტები ტელევიზიებს ტოვებენ
არ შემიძლია, მედიაში მუშაობა - ირანში ჟურნალისტები ტელევიზიებს ტოვებენ

A+ A-

13:15 15/01/2020

ირანის ტელევიზიას წამყვანები ტოვებენ იმის გამო, რომ უკრაინული ბოინგის ჩამოგდების შესახებ მაყურებელს ატყუებდნენ. ამის შეხაბ „2020NEWS“ უკვე წერდა.

არხის კიდევ ერთმა ყოფილმა ტელეწამყვანმა გელარ ჯაბარიმ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ტელევიზია ცოტა ხნით ადრე დატოვა და ბოდიში მოიხადა 13 წლის განმავლობაში მაყურებლის მოტყუების გამო. პოსტი ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის (IRIB-ის) ჟურნალისტმა, ზაჰრა ხათამიმ განაცხადა: „გმადლობთ, რომ დღემდე მიღებდით, როგორც წამყვანს. არასოდეს დავბრუნდები ტელევიზიაში. მომიტევეთ“.

გელა ჯაბარის შემდეგ  საბა რადმა განაცხადა: „გმადლობთ, რომ ჩემი კარიერის, მრავალი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდით. ვაცხადებ, რომ IRIB-ში მუშაობის 21 წლის შემდეგ, არ შემიძლია, მედიაში მუშაობა გავაგრძელო. არ შემიძლია“.

შეგახსენებთ, ირანი რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდა კავშირს უკრაინული ბოინგის ჩამოგდებასთან, თუმცა, საბოლოოდ აღიარეს, რომ 8 იანვარს სამხედროებმა „ბოინგი-737“  “შეცდომით” ჩამოაგდეს.